ზაზა ხატიაშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ადვოკატთა დევნასთან და საკანონმდებლო დონეზე ადვოკატის უფლებების შეზღუდვებთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს

29 ნოემბერი 2013

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ბრიუსელში  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  მწვანეთა პარტიის გენერალურ მდივანს ქალბატონ   ჟაკლინ კრემერს შეხვდა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ  შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.  შეხვედრის დროს,  ზაზა ხატიაშვილმა  მიმოიხილა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება დვალიშვილი-საქართველოს წინააღმდეგ,  რომელშიც   ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველო დაადანაშაულა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევაში (წამება, არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობა) და დაავალა საქართველოს ხელისუფლებას  პოლიციის დაწესებულებაში დვალიშვილის წამების ფაქტის ეფექტური  გამოძიება (საზოგადოებას შევახსენებ, რომ დვალიშვილი წყალტუბოს პოლიციის თანამშრომლებმა აწამეს არაადამიანური მეთოდებით. შემდეგ იატაკზე  კოკა -კოლა დაასხეს და ენით აალოკინეს).

საქართველოს  მთავრობამ ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, დვალიშვილის მთავარი მწამებელი რევაზ  ქობულია დანიშნა  წყალტუბოს პოლიციის სამმართველოს უფროსად. რაც საქართველოში  არც ერთ თანამდებობის პირს არასოდეს გაუკეთებია.  

ზაზა ხატიაშვილის განცხადებით აღნიშნული ფაქტი მიუთითებს პოლიციელების წახალისებაზე– აწამონ მოქალაქეები და მათ პასუხს არავინ  მოსთხოვთ.

შეხვედრის დროს, ერთ–ერთი მთავარი თემა იყო ხელისუფლების სწრაფვა შეიტანოს ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში  და მოწმედ დაბარებული პირი დაკითხოს პოლიციაში და არა სასამართლოში, როგორც ეს  სისხლის სამართლის საპროცეო კოდექსის თანახმად უნდა  ამოქმედდეს  ერთ თვეში.

 

ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, საქართველოს უახლესი ისტორია  ძალიან ბევრ ფაქტს იცნობს, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები მოწმეზე  ზეწოლას ახდენდნენ,  რომ მას ის ჩვენება მიეცა, რაც მათ აწყობდათ.   თუ რომელიმე მოწმე არ ასრულებდა მათ მითითებას,  მას ცემაში კლავდნენ.  ევროპის პარლამენტი თუ დაუშვებს  საქართველოს მთავრობამ შეიტანოს ცვლილება  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და მოწმედ დაბარებული მოქალაქე კვლავ მოაქციოს პოლიციელების ზემოქმედების ქვეშ, საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა აღარ იარსებებს.

,,როდესაც ხელისუფლება საუბრობს  ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ხოლო კანონმდებლობით   სურს დააკანონოს  საბჭოური მეთოდები სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში, ეს უნდა იყოს აღკვეთილი ევროპის პარლამენტის მხრიდან “ განაცხადა   ზაზა  ხატიაშვილმა.

ამჟამად,  ბრიუსელში  მიმდინარეობს     ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის (PECO)  სხდომა, სადაც  ადვოკატთა ასოციაციის  თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება   სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ადვოკატთა დევნის ფაქტებთან დაკავშირებით. 

ზაზა ხატიაშვილმა  თავის გამოსვლაში  განსაკუთრებული  ყურადღება გაამახვილა  ადვოკატების ინგა კუპრავას და თანდილა ჯოლოგუას პოლიციის დაწესებულებაში  დაბარებასთან დაკავშირებით,  რომლებიც  დაკითხულნი იყვნენ კლიენტის  საქმეებთად დაკავშირებით, საადვოკატო უფლებამოსილების განხორიცილების დროს. ,,სამართალდამცავები ცდილობენ  დაარღვიონ ადვოკატის და კლიენტის  კონფიდენციალობის პრინციპი, რაც მოსპობს  ადვოკატის,  როგორც თავისუფალი პროფესიის არსებობას საქართველოში“ აღნიშნა გამოსვლისას  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

ხვალ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ყოველწლიურ პლენარულ სესიას დაესწრება. ზაზა ხატიაშვილი 3 დეკემბერს დაბრუნდება საქართველოში.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი